> Markdown version of https://qrmenus.ge/restaurant
> Language: ka · Other languages: [English](https://qrmenus.ge/en/restaurant) · [Русский](https://qrmenus.ge/ru/restaurant) · Markdown: [English](https://qrmenus.ge/en/restaurant.md) · [Русский](https://qrmenus.ge/ru/restaurant.md)
> Page title: QR მენიუ რესტორნისთვის · QRMENUS
> Summary: ციფრული QR მენიუ რესტორნისთვის: ფოტოებიანი მენიუ, სამი ენა, ფასების სწრაფი ცვლილება და CSV იმპორტი. 14 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე.

რესტორნებისთვის

# QR მენიუ რესტორნისთვის

რესტორნის სრული მენიუ ერთ QR კოდში. სტუმარი მაგიდასთან ასკანერებს, ხედავს ფოტოებს, წონას და ფასებს, შენ კი მენიუს ნებისმიერ დროს ცვლი.

[დაიწყე უფასოდ →](https://qrmenus.ge/signup)
[📱 ნახე მაგალითი](https://qrmenus.ge/m/demo)რატომ QRMENUS

## რესტორნის მენიუ, რომელიც მუდამ ზუსტია.

დიდი მენიუც კი ერთ გვერდზე იკითხება კატეგორიებით, ძებნით და ფოტოებით, დაბეჭდვის გარეშე.

🍽

### დიდი მენიუ, მკაფიო კატეგორიები

სალათები, ცხელი კერძები, სასმელები და დესერტები ცალ-ცალკე კატეგორიებშია. სტუმარი სწრაფად პოულობს, რასაც ეძებს.

📷

### ფოტო, წონა და აღწერა

დაამატე თითოეულ კერძს ფოტო, წონა და აღწერა, რომ სტუმარმა თავდაჯერებულად აირჩიოს.

🌐

### სამი ენა სტუმრებისთვის

ქართული, English და Русский: უცხოელი სტუმარი მენიუს თავის ენაზე კითხულობს. სამივე ენა Pro პაკეტშია.

✨

### მენიუს იმპორტი CSV-დან

არსებული მენიუ Excel-იდან CSV ცხრილად შეინახე და ერთიანად ატვირთე, თითო კერძის აკრეფის გარეშე. დამატებამდე ყველაფრის გადამოწმება შეგიძლია.

ხშირი კითხვები

## ყველაფერი, რაც დაწყებამდე უნდა იცოდე.

### რა ღირს QR მენიუ რესტორნისთვის?

Free პაკეტი 0 ₾-ია და 10 პროდუქტს მოიცავს, ამიტომ გასაცნობად გამოდგება. რესტორნის სრული მენიუსთვის Pro 39 ₾ ღირს თვეში, ულიმიტო პროდუქტითა და სამი ენით. პირველი 14 დღე უფასოა.

### როგორ შევცვალო ფასი QR კოდის გადაბეჭდვის გარეშე?

გახსენი მართვის პანელი, გადადი „კერძები“-ში, იპოვე კერძი და დააჭირე „რედაქტირებას“, შეცვალე „ფასი“ და დააჭირე „შენახვას“. QR კოდი იგივე რჩება, სტუმარი კი ახალ ფასს მენიუს შემდეგ გახსნისას ხედავს. თუ ფასი მხოლოდ ერთ ფილიალში უნდა შეიცვალოს, გამოიყენე ფილიალის მენიუს გვერდი.

### შემიძლია არსებული რესტორნის მენიუს ატვირთვა?

დიახ. კერძები ადმინ პანელში ხელით დაამატე, ან ატვირთე CSV ცხრილი (Excel-ში: „შენახვა როგორც“ → CSV). დამატებამდე ყველაფრის გადამოწმება და შესწორება შეგიძლია.

### ფასის შეცვლისას QR კოდი იცვლება?

არა. QR კოდი იგივე რჩება, ახალი ფასი და კერძი კი მენიუში მაშინვე ჩანს.

იხილე ასევე:

[QR მენიუ კაფესთვის](https://qrmenus.ge/cafe)
[QR მენიუ ბარისთვის](https://qrmenus.ge/bar)
[QR მენიუ სასტუმროსთვის](https://qrmenus.ge/hotel)

## დაიწყე *დღესვე.*

პირველი 14 დღე უფასოდ. ბარათი არ გჭირდება. გაუქმება — ერთი კლიკით.

[დაიწყე უფასოდ →](https://qrmenus.ge/signup)

14 დღე უფასოდ · ბარათის გარეშე
