ფასები
QR მენიუს ფასები: 3 პაკეტი, 14 დღე უფასოდ
გადაიხადე მხოლოდ იმისთვის, რასაც ნამდვილად იყენებ.
Free
მცირე ბიზნესისთვის — სწრაფი დასაწყები
0₾
- ✓ 10 პროდუქტი
- ✓ 2 კატეგორია
- ✓ 1 ენა
- ✓ QR კოდი და საჯარო მენიუ
- ✓ ლოგო, ქავერი, სტატისტიკა
Pro
რესტორნებისთვის, კაფეებისთვის და ქსელებისთვის — ყველაფერი ულიმიტოდ
39₾/თვეში
- ✓ ყველაფერი Free-დან, ულიმიტოდ: პროდუქტები და კატეგორიები
- ✓ 3 ენა
- ✓ მენიუს ჩამოტვირთვა Excel-ში და CSV იმპორტი
- ✓ ფილიალები: 1 ობიექტი შედის, დამატებითი 19₾/თვეში
- ✓ პრიორიტეტული მხარდაჭერა
Business
სერვისისთვის: დარბაზი, გამოძახება, შეკვეთა, თანამშრომლები
79₾/თვეში
- ✓ ყველაფერი Pro-დან
- ✓ მიმტანის გამოძახება მაგიდის QR-იდან
- ✓ შეკვეთა მაგიდიდან და სამზარეულოს ეკრანი
- ✓ თანამშრომლების ანგარიშები და უფლებები
- ✓ Happy Hour: ფასდაკლება საათობრივად
- ✓ გაფართოებული სტატისტიკა და ცვლილებების ისტორია
- ✓ 2 ობიექტი შედის, დამატებითი 39₾/თვეში
| ფუნქცია | Free 0₾ |
Pro 39₾/თვეში |
Business 79₾/თვეში |
|---|---|---|---|
| პროდუქტები | 10 | ულიმიტო | ულიმიტო |
| კატეგორიები | 2 | ულიმიტო | ულიმიტო |
| ენები | 1 | 3 | 3 |
| QR კოდი და საჯარო მენიუ | ✓ | ✓ | ✓ |
| ლოგო და ქავერი | ✓ | ✓ | ✓ |
| სტატისტიკა | ✓ | ✓ | ✓ |
| მენიუს ჩამოტვირთვა Excel-ში | ✕ | ✓ | ✓ |
| ფილიალები | ✕ | 1 + 19₾ | 2 + 39₾ |
| პრიორიტეტული მხარდაჭერა | ✕ | ✓ | ✓ |
| მიმტანის გამოძახება მაგიდიდან | ✕ | ✕ | ✓ |
| შეკვეთა მაგიდიდან და სამზარეულოს ეკრანი | ✕ | ✕ | ✓ |
| თანამშრომლების ანგარიშები და უფლებები | ✕ | ✕ | ✓ |
| Happy Hour | ✕ | ✕ | ✓ |
| გაფართოებული სტატისტიკა და ცვლილებების ისტორია | ✕ | ✕ | ✓ |
Pro პაკეტზე — 14-დღიანი საცდელი · გაუქმება ნებისმიერ დროს.
რომელი პაკეტი
Pro თუ Business: პრაქტიკული განსხვავება
| Pro | Business | |
|---|---|---|
| მენიუ, QR კოდი, 3 ენა, CSV იმპორტი, Excel ექსპორტი | ✓ | ✓ |
| მიმტანის გამოძახება მაგიდის QR-იდან | — | ✓ |
| შეკვეთა მაგიდიდან და სამზარეულოს ეკრანი | მხოლოდ საანგარიშო კალათა (არაფერს აგზავნის) | ✓ |
| თანამშრომლების ანგარიშები და უფლებები | — | ✓ |
| Happy Hour | — | ✓ |
| გაფართოებული სტატისტიკა და ცვლილებების ისტორია | — | ✓ |
| ლოკაცია შედის | 1 | 2 |
| დამატებული ლოკაცია | +19 ₾ თვეში | +39 ₾ თვეში |
| ფასი | 39 ₾ თვეში ან 390 ₾ წელიწადში | 79 ₾ თვეში ან 790 ₾ წელიწადში |
რა დაგიჯდება
- ერთი ლოკაცია, მხოლოდ მენიუ: Pro, 39 ₾ თვეში.
- ერთი რესტორანი მაგიდასთან მომსახურებით (გამოძახება, შეკვეთა): Business, 79 ₾ თვეში.
- 3 ლოკაცია, მხოლოდ მენიუ, ყოველთვიური გადახდა: Pro, 39 + 2 × 19 = 77 ₾ თვეში.
- 3 ლოკაცია მიმტანის გამოძახებითა და შეკვეთით: Business, 79 + 39 = 118 ₾ თვეში.
- წლიური გადახდისას თავად პაკეტი Pro-ზე 32.50 ₾ და Business-ზე 65.83 ₾ გამოდის თვეში. დამატებული ლოკაციების წლიურ ფასზე დაგვეკითხეთ.
ხშირი კითხვები
ყველაფერი, რაც დაწყებამდე უნდა იცოდე.
რა ღირს QRMENUS?
Free პაკეტი უფასოა (0 ₾) და მოიცავს 10 პროდუქტს, 2 კატეგორიას, 1 ენას და QR კოდს. Pro ღირს 39 ₾ თვეში ან 390 ₾ წელიწადში: შეუზღუდავი პროდუქტი და კატეგორია, 3 ენა, CSV იმპორტი და Excel ექსპორტი. Business ღირს 79 ₾ თვეში ან 790 ₾ წელიწადში და Pro-ს გარდა მოიცავს მიმტანის გამოძახებას, შეკვეთას მაგიდიდან, თანამშრომლებს, Happy Hour-სა და გაფართოებულ სტატისტიკას. ყველა ახალ ობიექტს აქვს Pro-ს 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი.
როგორ ჩავრთო Business პაკეტი?
Business პაკეტს ირჩევ ზუსტად ისე, როგორც Pro-ს — ფასების გვერდიდან პირდაპირ გადახდით. მასში 2 ობიექტი შედის, დამატებული ობიექტი 39 ₾ თვეში ღირს (Pro-ში 1 ობიექტი შედის, დამატებული ობიექტი 19 ₾ თვეში).
რა ხდება, თუ Free პაკეტში პროდუქტების ლიმიტს გადააჭარბებ?
ახალ პროდუქტს ვეღარ დაამატებ, სანამ Pro-ზე არ გადახვალ. მენიუ სტუმრებისთვის ჩვეულებრივ მუშაობს.
შემიძლია ნებისმიერ დროს პაკეტის შეცვლა?
დიახ. Pro-ზე გადასვლა მყისიერია. თუ Pro-ს არ გააგრძელებ, ვადის გასვლიდან 3 დღეში ანგარიში Free-ზე გადადის. მონაცემები არ იშლება.
როგორ მუშაობს 14-დღიანი საცდელი?
რეგისტრაციისთანავე 14 დღით Pro-ს ყველა ფუნქცია გეხსნება, ბარათის გარეშე. ვადის ბოლოს კიდევ 3 დღე ყველაფერი ჩანს, მერე ანგარიში Free-ზე გადადის, თუ Pro-ს არ გააგრძელებ.
რა მოხდება, თუ Pro-ს ვადა გავა?
3 სრული დღე ყველაფერი ჩვეულებრივ ჩანს. მერე ანგარიში Free-ზე გადადის: სტუმრები ხედავენ 10 კერძს და 2 კატეგორიას, რომლებსაც შენ აირჩევ (თუ არ აირჩევ, პირველ 10-ს). დანარჩენი არ იშლება და Pro-ს განახლებისთანავე ისევ გამოჩნდება.