თანხის დაბრუნების პოლიტიკა
წინამდებარე თანხის დაბრუნების პოლიტიკა QRMENUS-ის მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრავს Pro პაკეტისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების პირობებს. ტერმინებს აქვს მომსახურების პირობებში მოცემული მნიშვნელობა.
1. ჯერ გამოცადეთ, შემდეგ გადაიხადეთ
თითოეული ახალი ობიექტი იღებს Pro პაკეტის უფასო 14-დღიან საცდელ პერიოდს. ბარათი არ არის საჭირო და საცდელი პერიოდის დასრულებისას თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება. გირჩევთ, გადახდამდე საცდელი პერიოდით დარწმუნდეთ, რომ სერვისი თქვენს საჭიროებებს შეესაბამება.
2. პირველი გადახდის დაბრუნება (14 დღე)
2.1. თუ Pro პაკეტი არ მოგეწონათ, შეგიძლიათ მოითხოვოთ Pro-ს პირველი გადახდის სრული დაბრუნება ამ გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე.
2.2. ეს უფლება ერთ ობიექტს ეძლევა ერთხელ და არ ვრცელდება შემდგომ განახლებებზე.
3. განახლება და გაუქმება
3.1. გამოწერა ავტომატურად არ ახლდება და ბარათი არ ინახება. Pro ფუნქციები ხელმისაწვდომია გადახდილი პერიოდის ბოლომდე, ამის შემდეგ ანგარიში Free პაკეტზე გადადის და თანხა აღარ ჩამოიჭრება.
3.2. გარდა წინამდებარე პოლიტიკით ან კანონის იმპერატიული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უკვე დაწყებული გამოწერის პერიოდის საფასური არ ბრუნდება, მათ შორის მაშინაც, როცა სერვისით სარგებლობას პერიოდის დასრულებამდე წყვეტთ.
4. რამდენიმე თვის წინასწარი გადახდა
თუ წინასწარ გადაიხადეთ ერთ თვეზე მეტი პერიოდისთვის, მე-2 მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჯერ დაუწყებელი სრული კალენდარული თვეების საფასურის დაბრუნება. დასაბრუნებელი თანხა გამოითვლება Pro პაკეტის სტანდარტული თვიური ფასით, ხანგრძლივ პერიოდზე მიღებული ფასდაკლების გამოკლებით. მიმდინარე თვის საფასური არ ბრუნდება.
5. გამონაკლისი შემთხვევები
ზემოაღნიშნული ვადების მიუხედავად, დავაბრუნებთ:
- ორმაგ ან შეცდომით ჩამოჭრილ თანხას: შეცდომით ჩამოჭრილ სრულ თანხას;
- ხანგრძლივი მიუწვდომლობისას: თუ სერვისი ზედიზედ 72 საათზე მეტხანს მიუწვდომელია ჩვენზე დამოკიდებული მიზეზით, შესაბამისი დღეების პროპორციულად გამოთვლილ საფასურს ან, თქვენი არჩევანით, გამოწერის იმავე დღეებით გახანგრძლივებას;
- ფუნქციონალის არსებითი შემცირებისას: საფასურის გამოუყენებელ ნაწილს მომსახურების პირობების 3.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
- ნებისმიერ თანხას, რომლის დაბრუნებაც სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიული ნორმით.
წინასწარ გამოცხადებული დაგეგმილი სამუშაოებით, ფორს-მაჟორით ან კლიენტის, სტუმრის ან მათი ინტერნეტპროვაიდერის მხარეს არსებული პრობლემით გამოწვეული მიუწვდომლობა თანხის დაბრუნების საფუძველი არ არის.
6. როგორ მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება
6.1. მოთხოვნა გამოგზავნეთ მისამართზე qrmenusge@gmail.com ანგარიშის ელფოსტიდან, მიუთითეთ ობიექტის სახელი, გადახდის თარიღი და თანხა, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში მიზეზის მოკლე აღწერა.
6.2. მოთხოვნას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას გაცნობებთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.3. დამტკიცებული თანხა ბრუნდება გადახდისთვის გამოყენებული საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, თქვენს სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. თანხის ჩარიცხვისთვის ბანკს შეიძლება დამატებითი დრო დასჭირდეს.
6.4. სრული დაბრუნების შემდეგ ანგარიში გადადის Free პაკეტზე. თქვენი კონტენტი არ იშლება.
7. წარუმატებელი ან გამოტოვებული გადახდა
თუ განახლების საფასური არ გადაიხადეთ, Pro პაკეტი 3 სრული დღის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში აქტიური რჩება, რის შემდეგაც ანგარიში გადადის Free პაკეტზე. კონტენტი არ იშლება და Pro პაკეტის ხელახლა გააქტიურება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
8. გადახდის გასაჩივრება ბანკში (chargeback)
ბანკში გადახდის გასაჩივრებამდე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: საკითხების უმეტესობა სწრაფად წყდება. თუ გასაჩივრდა გადახდა, რომელიც წინამდებარე პოლიტიკით არ ექვემდებარება დაბრუნებას, უფლება გვაქვს, საკითხის გადაწყვეტამდე შევაჩეროთ ანგარიშის Pro ფუნქციები.
9. მომსახურების მიწოდება
9.1. QRMENUS ციფრული მომსახურებაა: ფიზიკური ნივთი არ იგზავნება და მიწოდების ხარჯი არ არსებობს.
9.2. Free პაკეტი და Pro-ს საცდელი პერიოდი მუშაობს ანგარიშის შექმნისთანავე.
9.3. გადახდილი Pro პაკეტი აქტიურდება გადახდის დადასტურებისთანავე, როგორც წესი რამდენიმე წუთში. ახალი ვადა ჩანს მართვის პანელის გამოწერის გვერდზე.
10. კონტაქტი
QRMENUS-ის სერვისს ოპერირებს ი/მ გიგა ბიბილეიშვილი (საიდენტიფიკაციო კოდი 01027088680), მისამართი: ერმილე ბედიას 10, თბილისი, საქართველო.
გადახდასა და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის: qrmenusge@gmail.com · +995 500 333 558 · საკონტაქტო ფორმა